თანამდებობები ყოფილი თანაგუნდელებისთვის - პაპუაშვილი და ქანთარია წულუკიანმა ექსპერტებად დანიშნა
თანამდებობები, კაბინეტები და ხელფასები ყოფილი თანაგუნდელებისთვის - პარლამენტს მიღმა დარჩენილი "ქართული ოცნების" წევრების დასაქმება მმართველმა პარტიამ სამინისტროებში დაიწყო. კულტურის სამინისტროში პოსტები უკვე გამოიძებნა ნუკრი ქანთარიასა და ზაზა პაპუაშვილისთვის.
რეჟისორი ნუკრი ქანთარია და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი წულუკიანის უწყებაში ექსპერტების თანამდებობას უკვე იკავებენ. დეკლარაციების მიხედვით, მათი ხელფასი მინიმუმ 2 500 ლარია.
"მე არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი" - უთხრა "ტვ პირველს" პაპუაშვილმა.