კონსულტაციები პრეზიდენტთან - ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება

23.12.21 12:04
კონსულტაციები პრეზიდენტთან - ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება

პრეზიდენტის სასახლეში  საერთო ეროვნული თანხმობის  მისაღწევად კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, ხვდება. 

შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

დღეს სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება "ლელოს" წევრს, ანა ნაცვლიშვილს. პრეზიდენტი ასევე შეხვდება  "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, გიგა ბოკერიასა და გიგი წერეთელს.

მსგავსი სიახლეები