ლონდა თოლორაია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ თოლორაიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მან ზურაბიშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ აღნიშნულ პროცესში რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, როლი და მათთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულება.
ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე რაც სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე დგას, მათ შორის, ინსტიტუტებთან კოორდინაციის პროცესში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორი აქტიურად ჩართული იქნება. ამ ეტაპზე ეს იყო ზოგადი შეხვედრა, მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან ვკოორდინირებდეთ ეფექტიანად”, - თქვა თოლორაიამ.
თოლორაიას განცხადებით, ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებაც ესაუბრა. ზურაბიშვილი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმითაც დაინტერესდა.
ჩვენ ამ საკითხებს შევეხეთ ძალიან ზოგადად, რადგან გამოძიების დეტალებზე ვერავისთან ვისაუბრებთ.
პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს უკვე გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა დარღვევა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ამიტომ, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვესაუბრა ყველა დეტალზე, რადგან ეს გადაწყვეტილება არის საჯარო. ხოლო რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ზოგადად, იმ ფარგლებში რა ფარგლებში საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას”, - თქვა თოლორაიამ.