ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარეს ისევ ვერ ირჩევენ - "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, სხდომა ჩაიშალა. მიზეზი მმართველი პარტიის ბოიკოტია. საკრებულოს სხდომაზე დღეს ,,ქართული ოცნების" წევრები არ გამოცხადდნენ, შესაბამისად, ქვორუმი არ შედგა. (ქვორუმისთვის სხდომას 18 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს).
ბათუმის საკრებულოში ამ ეტაპზე უმრავლესობა არც ,,ქართულ ოცნებას" აქვს და არც ოპოზიციას. მას შემდეგ, რაც ,,ნაციონლაური მოძრაობის" დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე, გარდაიცვალა, საკრებულოში ხმები 17/17 ზეა.
დღის წესრიგში ორი საკითხი იყო შეტანილი: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.
სხდომას 3 პარტია ენმ, ,,ლელო", პარტია ,,საქართველოსთვის" ესწრებოდა.