"ამოცანა არის, დავინახოთ ის სისტემური პრობლემები" - ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტს შეხვდა

23.12.21 13:10
"ამოცანა არის, დავინახოთ ის სისტემური პრობლემები" -  ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტს შეხვდა

"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მან პოლიტიკური კრიზისის დასრულების ხედვა პრეზიდენტს გააცნო.

პრეზიდენტი არ ხედავს ამ პროცესს, როგორც პირდაპირ გამოსავალს, პირდაპირ პასუხს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. უფრო ფართოა ეს პროცესი, სისტემურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის შედეგებიც არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, შედეგები არის სასამართლო, რომელიც ვერ ემსახურება ადამიანის უფლებებს და ა.შ. ამოცანა არის, დავინახოთ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანას ერთ წრეზე ატრიალებს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები