ზურაბიშვილის ინიციატივა მისასალმებელია, მხარს ვუჭერთ - კელი დეგნანი

23.12.21 13:30
ზურაბიშვილის  ინიციატივა მისასალმებელია, მხარს ვუჭერთ  - კელი დეგნანი

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კრიტიკულ დროს, რაც საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას გულისხმობს, რაც ქვეყანაში არსებობს"ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა,  საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესაფასებისას განუცხადა. 

მისი თქმით, პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. 

მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას.

ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღეს აშშ-ის ელჩი პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას, შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. 

 

მსგავსი სიახლეები