გაღატაკებული თბილისელებისგან 80 მილიონის ამოღება სურთ, არ ვაპატიებთ! - შალვა ნათელაშვილი

23.12.21 14:01
გაღატაკებული თბილისელებისგან 80 მილიონის ამოღება სურთ, არ ვაპატიებთ! - შალვა ნათელაშვილი

კახა კალაძის გადაწყვეტილებას და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების ზრდას ,,ლეიბორისტული პარტია" აპროტესებს. შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დედაქალაქის მერს მოუწოდა, გადახედოს ხალხისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩის აქციებით დაემუქრა.

წინასაახალწლოდ რეჟიმმა სიურპრიზი მოგვიმზადა,  გამოგვიცხადა საქალაქო ტრანსპორტის მინიმუმ სამჯერ ზრდა დედაქალაქში. ეს არის თბილისელებისათვის სულში ჩაფურთხება და ღატაკი ხალხის საბოლოოდ გაწირვა.  მივმართავ რეჟიმს, მის მეთაურებს და კონკრეტულად მერ კალაძეს, ან სასწრაფოდ უკან წაიღებთ დანაშაულებრივ განზრახვას, ან მთელ თბილისს მოვუწოდებ, რომ გამოვიდეთ და ქუჩაში დავდგეთ. დავიწყოთ საუბნო-საპროტესტო კომიტეტების შექმნა. 

დამერწმუნეთ, ერთად შეკრულ ჩვენს ხალხს ვერანაირი რეჟიმი წინ ვერ აღუდგება და 5 წუთში დავასრულებთ ამათ დანაშაულებრივ განზრახვას. 

80 მილიონის ლუქს ავტომობილები იყიდეს რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ, რომ კარგად იარონ თავად და მათმა გაქსუებულმა ცოლ-შვილმა. ამ 80 მილიონის ამოღება უნდათ გაღატაკებული თბილისელებისაგან. როგორ შეიძლება, ეს ვაპატიოთ? - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები