ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

23.12.21 14:27
ჩხოროწყუში  საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

14 მომხრე და ერთი გაბათილებული ბიულეტენი - ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია არჩიეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს   საკრებულოს ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა. 

საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის  არჩევით ნათელი ხდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია საერთო კანდიდატზე შეთანხმდენ.

ჩხოროწყუს  27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი - "ქართულ ოცნებას".

მსგავსი სიახლეები