სისტემურ ალიანსს და კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ ვქმნით- ჩხოროწყუს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე
ჩხოროწყუს საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, შოთა წურწუმია, აცხადებს, რომ კოლიციას არც ერთ პარტიასთან არ გეგმავს და ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან ითანამშრომლებს, ვინც ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე მჯერა რომ შეთანხმებული, ქმედითი ნაბიჯებითა და ყველაზე ჯანსაღი აზრისადმი პატივისცემით შევძლებთ ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სისტენმური ალიანსს და კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ ვქმნით. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტია სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკუტრი გზა, იდეოლოგია, რომელსაც მთელი შემართებით ვემსახურებოდით - განაცხადა შოტა წურწუმიამ.
ოპოზიციამ პირველ შეთანხმებას მიაღწია- ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარის გუნდის წევრი აირჩეს, ხმა მას ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" მისცა. ,,ქართული ოცნება" კენჭისყრას არ დაესწრო.