იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციით, "ბუსტერი" მეორე აცრიდან 3 თვეში უნდა გაკეთდეს

23.12.21 17:39
იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციით, "ბუსტერი" მეორე აცრიდან 3 თვეში უნდა გაკეთდეს

იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ", იგივე მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვეში უნდა იყოს შესაძლებელი. საბჭოს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო.

"ბუსტერ" დოზების დამცველ ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება გამომდინარე იქედან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა. დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია "ბუსტერ" დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინიდან", - თქვა გაბუნიამ.

ამ დრომდე "ბუსტერ" დოზის გაკეთება "ასტრა ზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში მეორე აცრიდან 5 თვის გასვლის შემდეგ იყო შესაძლებელი. ჩინური  "სინოფარმისა" და "სინოვაკის" შემთხვევაში კი -  3 თვის გასვლის შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები