ცვლილებები ბიუჯეტში - ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერთან შეხვედრას ითხოვენ
ცვლილებები 2022 წლის ბიუჯეტში - ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ ამის საშუალებას დაცვის სამსახური არ აძლევს. უკვე რამდენიმე დღეა შენობის შესასვლელი დაცვამ მაგიდით ჩახერგა და განმარტა, რომ ეს "ოფიციალური საგუშაგოა".
ჯერჯერობით უცნობია შეხვედება თუ არა ბათუმის მერი ოპოზიციის წარმომადგენლებს.
გვინდა, რომ მერთან შევიდეთ ახლა ან ვიცე მერთან ან ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც კომპეტენტურია და ვისაუბროთ კონკრეტულ თემაზე. გუშინ "ქართული ოცნების" ტროლ-ბოტებმა გაავცრელეს განცხადება და აყვნენ სკარებულოს წევრები, ეს იყო სუსის დაგგემილი პროვოკაცია, თითქოს ჩენ წინააღმდეგები ვართ ავარიული სახლების რეაბილიტაციაზე და იმ ადამიანების დაფინანსებაზე, რომლებიც დღეს ელოდებიან ბინათმშენებლბას თუ ავარიული სახლის გარემონეტბას. მე წამოვიღე ბიუჯეტი და მინდა ამ ბიუჯეტით შევიდე მერთან და მინდა ვუთხრა,რ ომ ამ 18 მილიონზე შესაძლებელია კიდევ 10 მილიონის დამატება, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.
ხელისუფლების ოპონენტებმა 30 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც დაანონსეს.