მოლაპარაკებები პრეზიდენტთან - ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძეს შეხვდება
პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშცვილი ნინო ბურჯანაძეს შეხვდება. ბურჯანაძე ამბობს, რომ საყოველთაო შერიგების შესახებ პესიმისტურად არის განწყობილი, რადგან მმართველი გუნდისგან შესაბამის მზაობას ვერ ხედავს.
სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მხრიდან მე ვერანაირად ვერ ვხედავ მზაობას იმისა, რომ რაიმე პოზიტიურისკენ დაიძრას ვითარება ქვეყნისკენ, სულ მაქვს იმის განცდა, რომ ეს ადამიანები დგანან და ცეცხლზე ნავთს ასხამენ. არის თემები, რომლებზეც წიანსწარ არ ვისუაბრებ, ეს ძალიან არაკორექტული იქნება. მნიშვნელოვანია, თუ ქალბატონი სალომე შეძლებს იმას, რომ სრული კონსოლიდაცია მოხდეს რეალური ოპოზიციის, იმ ოპოზიციის ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი იმის, რომ ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ და ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს. ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
პრეზედენტმა, საყოველთაო შერიგების ფარგლებში ოპოზიციის წევრებთან შეხვედრები დილიდან განაახლა. ზურაბიშვილი ამ წუთებში, "ქართული ოცნებიდან" წასულ წევრს, მარიამ ჯაშს ხვდება.