მასობრივი შიმშილობის მეოთხე დღე - ენმ-ს ოფისთან კარვების რაოდენობა იზრდება

24.12.21 12:01
მასობრივი შიმშილობის მეოთხე დღე - ენმ-ს ოფისთან კარვების რაოდენობა იზრდება

მასობრივი შიმშილობის მეოთხე დღე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კარვების რაოდენობა იზრდება. ადამიანები პროტესტს რეგიონებიდანაც უერთდებიან.

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მოშიმშილეები თავს ნორმალურად გრძნობენ და შემართებას არ ჰკარგავენ.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ვფიქრობ, ჯერჯერობით არ გვიჭირს, შემართება არის ისევ ისეთი, რასაც ვფიქრობდით და მიზანი ჩენი ერთობისა არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა მიხეილ სააკაშილის გათავისუფლებამდე, სამართლიან სასამართლომდე, ქვეყნის თავისუფლებამდე!, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

 კახეთის გზატკეცილზე მოშიმშლე ადამიანების ჯანმრთელბის მდგომარეობას დღეს სახელმწიფო კონსილიუმის ექიმები შეაფასაბენ, რომლებიც ადგილზე მისვლას გეგმავენ. 

მსგავსი სიახლეები