ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - ოპოზიცია გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებს
თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირებაა. დასუფთავების მოსაკრებელზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებას დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან ერთად, 1 იანვრიდან იზრდება დასუფთავების სამსახურის გადასახადი იურიდიული პირებისთვის. დასუფთავების გადასახადის ზრდა შეეხებათ საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, რესტორნებს და სხვა იურიდიულ პირებს. ტარიფების ზრდას სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, მოსახლეობას გაზრდილი ტარიფების გადახდას ვერ შეძლებს და კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება.
დასუფთავების სამსახურის უფროსის რომეო მიქაუტაძის თქმით, დასუფთავების გადასახადის ზრდა ქალაქში ნარჩენების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.