ხმაური გორის საკრებულოში - ოპოზიციის პროტესტი ბიუჯეტის დამტკიცებას მოჰყვა
ხმაური გორის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციის პროტესტი 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუემნტის დამტკიცებას მოჰყვა. ახალი ბიუჯეტი 54 მილინონი ლარით განისაზღვრა. გაზრდილია თანამდებობის პირების ხელფასებიც. ანაზღაურება მოემატა გორის მოჭიდავე მერსაც, რომელიც 5500 ლარით განისაზღვრა.
გაზრდილი ხელფასების ფონზე, შემცირებულია სოციალური პაკეტებისთის განკუთვნილი თანხა.
ენმ-ს წევრ ბექა ქორჩილავა, რომელმაც საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმოამდგენლები 2022 წლის ბიუჯეტი საკუთარ თავზე მოირგო.
ეს ბიუჯეტის პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, არის მხოლოდ და ხმოლოდ "ქართულ ოცნებაზე" მორგებული. სამწუხაროდ, დღეს ეს საკრებულო არ არის. ეს არის გაყლაბების ფონზე დანიშნული ადამიანები. გორის მერი დაგვემალა, არ სცემს იმ კითხვებს პასუხს, რომელიც მწვავედ დგას და მოსახლეობას აინტერესებს. სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" სამსახური მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა ხელფასი აქვთ ასაღები, - თქვა ქორჩილავამ.
საკრებულოს სხდომა არ დაესწრო გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.