არ მაქვს უფლება მშვიდად ვიჯდე სამსახურში - ანზორ მელიამ მოშიმშილეები მოინახულა

24.12.21 13:39
არ მაქვს უფლება მშვიდად ვიჯდე სამსახურში - ანზორ მელიამ მოშიმშილეები მოინახულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ცოტა ხნის წინ ანზორ მელია მივიდა.  მისი თქმით, მაშინ, როდესაც მისი შვილი და ასევე კოლეგები შიმშილობენ, სამსახურში მშვიდად ჯდომის უფლება არ აქვს. 

არცერთი არ არის წინასწარ ჯანმრთელობის მხრივ შემოწმებული და აუცილებელია. შიმშილობის მე-5, მე-6, მე-7 დღეს უკვე სერიოზული პრობლემები გამოჩნდება ჯანმრთელლბის მხრივ, მე, როგორც მამა ჩემი შვილის და როგორც კოლეგების მეგობარი არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე და არ მოვიდე და არ დავინტერესდე მათი ჯანმრთელობით, - თქვა მელიამ. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ს მთავარ ოფისთან გაშლილ კარვებში უკვე მეოთხე დღეა  300-მდე ადამიანი შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები