ბათუმის მერია საახალწლო კონცერტისთვის ანტივაქსერ ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის - "ფლანგვის დეტექტორი"
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 20-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 328 035 ლარი დაიხარჯება. მუსიკოსთა შორის ყველაზე მაღალ ჰონორარს - 14 100 ლარს, ირაკლი ფირცხალავა მიიღებს.სრული თანხიდან 222 760 ლარი საორგანიზაციო სამუშაოებს, ჰონორარებს კი 105 275 ლარი მოხმარდება.
20-დან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე გამართულ უწყვეტ კონცერტებში მონაწილეობას 39 შემსრულებელი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველაზე დიდ ჰონორარს 14,100 ლარს, ქართული წარმომავლობის რუსეთში მოღვაწე მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა მიიღებს. ბათუმის მერიისგან ჰონორარის სახით დათო ევგენიძე - 11,000 ლარს, დანარჩენი 37 შემსრულებელი კი საშუალოდ 3000 ლარს მიიღებს.
ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის საქართველოში ბოლო პერიოდში გამოჩნდა და ანტივაქსერული შინაარსის განცხადებები გააკეთა. ფირცხალავამ მწვანე პასპორტების მოწინააღმდეგეთა გამართულ აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.