პოლიტიკური ამნისტიის აუცილებლობა - ეკა გიგაური პრეზიდენტს შეხვდა

24.12.21 15:21
პოლიტიკური ამნისტიის აუცილებლობა - ეკა გიგაური პრეზიდენტს შეხვდა

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური  სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.  გიგაური მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად პოლიტიკური ამნისტია უნდა გამოცხადდეს. 

ჩვენი სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და არის ძალიან ბევრი პრობლემები, მათ შორის მესამე პრეზიდენტთან მიმართებით. ასევე სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით.ჩემი აზრი არის, რომ შესაძლებელია ჩვენ სამომავლოდ ვიფიქროთ  ფართომასშტაბიან ამნისტიაზეც, პოლიტიკურ ამნისტიაზე ყველასთვის.

მისგან ვნახე მიმღებლობა, ის ძალიან რეალისტურად უყურებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას",  - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური კონსულტაციები ეროვნული შერიგების საკითხზე რამდენიმე დღეა გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. 

მსგავსი სიახლეები