სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს - უკრაინელი ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომლებმაც ის ცოტა ხნის წინ გორის ჰოსპიტალში მოინახულეს.
ერთ-ერთი უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაღლილი იერი აქვს, რის გამოც შეხვედრა ხანმოკლე იყო.
ადვოკატის ინფორმაციით, ევროსასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველს წერილი გაუგზავნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა სთხოვა.
სააკაშვილი არის გადაღლილი, ასე გამოიყურება და ვიზუალურადაც შეიძლება რომ დაასკვნა, ამის გამო ჩვენი შეხვედრა ვერ გარძელდა დიდხანს. ჩემი შეფასებით, არის პოზიტიური დინამიკა სამართლებრივი მუშაობის მიმართულებით, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. ევროსასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი, რომ დენისოვა იქნება მხარე. ევროსასამართლომ როგორც მესამე მხარე საქმეში ჩართო ლუდმილა დენოსოვა. ასევე იქნება გაზიარებული ლუდმილა დენისოვას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და დასკვნები, ეს დოკუმენტები იქნება გადაგზავნილი როგორც ქართველი ასევე ურკაინელი ადვოკატების მიერ. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივმართავთ ევროპულ და მსოფლიო თანამეგობრობას, რათა მათ მეტი უურადღებით შეისწავლონ სააკაშვილის საქმე. ჩვენ არ ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც საჯაროდ ითქვა, რომ სააკაშვილი უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, ეს არის ადექვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და ყველა იმ პროფილის ექიმი ჩართვა, რომელიც მას სჭირდება, - თქვა ადვოკატმა.