მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" - პოლსაბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს
"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტ საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. წყარო "ქართული ოცნებიდან" "ტვ პირველს" უყვება, რომ სხდომა დაძაბულ რეჟიმში, კამათის ფონზე მიმდინარეობს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება კახა კუჭავას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებიც განიხილება.
სხდომის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.
უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.