კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მის ადგილზე მმართველი გუნდი შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენი გუნდის სახელით მას მადლობას ვუხდი ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.