პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კუჭავას პაპუაშვილი შეცვლის
"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი დაასახელა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნული განცხადება პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია, არ სჭირდება ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე. შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციების მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პარლამენტს გიორგი ამილახვარი წარედგინება