ოპოზიციასთან თანამშრომლობა საპარლამენტო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი

24.12.21 18:40
ოპოზიციასთან თანამშრომლობა საპარლამენტო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის პირველი კომენტარი- შალვა პაპუაშვილმა ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროპასთან. პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის საქმიანობისთვის აუცილებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობა.

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან უაღრესად რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება, მის კალაპოტში მოქცევა. დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. 

დიდი მადლობა პარტია ,,ქართული ოცნების" გუნდს ნდობისთვის, რაც გამომიცხადეს. 

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს საქმიანობას. საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, რომ იმ პერიოდში, რაც დარჩა ამ პარლამენტს, 2024 წლამდე,  მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე და რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა ამ პერიოდის განმავლობაში იქნება მნიშვნელოვანი. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ადგილზე ,,ქართულმა ოცნებამ" შალვა პაპუაშვილი წარადგინა.

მსგავსი სიახლეები