სად მიდის კუჭავა? - პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარის პირველი კომენტარი

24.12.21 18:27
სად მიდის კუჭავა? - პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარის პირველი კომენტარი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუავა ამბობს, რომ გადადგომის  გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია და მისი გადაწყვეტილების შესახებ "ქართულ ოცნებაში" ინფორმირებულები იყვნენ.

ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად" - თქვა კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კახა კუჭავამ პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლოგა გადაუხადა მმართველ გუნდს და შალვა პაპუაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

ყოველთვის ვამბობდი და იგივე გავიმეორებ - პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება“, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და ამის შესახებ მეტი დეტალი შემდეგ გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები