კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს - ვინ შედის პარლამენტში?
კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს - საკანონმდებლო ორგანოში მას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
ქართული ოცნების საარჩევნო სიაში კუჭავას შემდეგ, სწორედ ცაგარეიშვილი მოდის.
კახა კუჭავამ თანამდებობა დღეს დატოვა. პარლამენტის ახალი სპიკერი შალვა პაპუაშვილი იქნება.