მართლა სირცხვილია! უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო - ნიკა მელია

24.12.21 23:36
მართლა სირცხვილია! უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია შრომის ინსპექციის მიერ ღამის კლუბების დალუქვასა და დაჯარიმებას ეხმაურება და სირცხვილს უწოდებს:

"როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია", - დაწერა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ.

მისი თქმით, "დღეს უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო".

უკვე თვეებია ახალგაზრდები ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ემზადებიან კლუბების გასახსნელად.

მთავრობაც და თბილისის მერიაც ვითომ ეთანამშრომლა. სინამდვილეში მოატყუა და დარტყმის ქვეშ დააყენა საკლუბო ცხოვრება, რომელიც თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია", - წერს ნიკა მელია. 

რამდენიმე წუთის წინ, BASSIANI 10 000 ლარით დააჯარიმეს, კლუბმა ჯარიმის ქვითარი არ ჩაიბარა.

დღეს BASSIANI-სა და სხვა ღამის კლუბებში ღონისძიებები იყო დაგეგმილი, თუმცა, მათ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე  შრომის ინსპექციამ კლუბების დალუქვა გადაწყვიტა.

BASSIANI-ს დამფუძნებელის, ნაჯა ორაშვილის თქმით, პატიმრობადაც რომ დაუჯდეს, შრომის ინსპექციას საკლუბო სივრცეების დალუქვის საშუალებას არ მისცემს. 

 

მსგავსი სიახლეები