მავნებლობა არის მთავარი თემა, რასაც მიყვებიან - ვოლსკი ოპოზიციაზე

03.04.21 17:29
მავნებლობა არის მთავარი თემა, რასაც მიყვებიან - ვოლსკი ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციის მხრიდან დასავლეთის სანქციებზე საუბარს დესტრუქციულად აფასებენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ საქარველო და ხელისუფლება სანქციებს არ იმსახურებს.

სანქციებზე საუბრით კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჩვენი ოპონენტები, ოპონენტებიც აღარ ეწოდებიან, რომ მავნებლობა არის მთავარი თემა, რომელსაც ისინი მიყვებიან. არც ხალხი, არც საქართველო და არც პოლიტიკოსები არათუ სანქციას არ იმსახურებენ, არამედ ჩვენი ანალიზი უფრო სიღრმისეულად არის შესასწავლი და გასაანალიზებელი. საერთოდ არჩევნებზე საუბარი არც ყოფილა და დესტრუქცია იყო თავიდან მთავარი მიზანი. ამ რეალობას ზოგიერთი გულუბრყვილო უცხოელი პოლიტიკოსი აფასებდა სულ სხვანაირად სანამ არ ჩამოვიდა საქართველოში და არ შეხვდა  მხარეებს და არ გაანალიზა სიტუაცია - ამბობს გია ვოლსკი.