სანქციების მოთხოვნა ივანიშვილზე - ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმები

03.04.21 17:31
სანქციების მოთხოვნა ივანიშვილზე - ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმები

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების გაერთიანებული შეხვედრა დასრულდა.ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 15 მაისამდე ოპოზიცია რეგიონებში გავა და მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად გამართავს. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესის შესაძლო გაგრძელება და დასავლეთზე ზეწოლა, რომ სანქციები არა საქართველოს, არამედ ივანიშვილს და მის გარემოცვას დაუწესდეს.

ბევრ საკითხზე შევჯერდით და ასევე იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები თუ საერთოდ გაგრძელდება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის ოპოზიციამ. ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს მზაობა შეთანხმებისთვის, თუმცა რიტორიკა გამოჩნდა ევროპარლამენტის, რომ შეიძლება გადავიდნენ კონკრეტულ მოქმედებებზე," - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

 "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, ევროპამ  სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის უნდა დააწესოს. 
 

შევთანხმდით რომ მომავალი კვირიდან უკვე გავალთ რეგიონებში და 15 მაისის მოსამზადებლად დავიწყებთ მუშაობას საქართველოს მოქალაქეებთან. სანქციები უნდა იყოს მიმართული არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ,არამედ რეალური დამნაშავეების ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ", -  ამბობს აკაკი ბობოხიძე.  

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ოპოზიციამ პარლამენტს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს. 

დარტყმები იქნება უფრო აქტიური, რომ ეს უსამართლობის პირამიდა სწრაფად  ჩამოიშალოს. დარტყმებში იგულისხმება სანქციების მოთხოვნა პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, აქ იგულისხმება განმეორებით განცხადებების შეტანა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ყველა ის ღონისძიება რაც მოგუდავს რეჟიმს,"- თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

 შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ეს იქნება მზადება მასშტაბური აქციისთვის, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართება.