ასობით ათასი დოლარი სეიფში - თალაკვაძის მძარცველი ციხიდან დუმილის სანაცვლოდ გათავისუფლდა

03.04.21 21:36
ასობით ათასი დოლარი სეიფში -  თალაკვაძის მძარცველი ციხიდან დუმილის სანაცვლოდ გათავისუფლდა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვაში ბრალდებული პირი ავთანდილს სურმავა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გაათავისუფლეს."ტვ პირველის" შაბათის ეთერს წყარო უყვება, რომ თალაკვაძემ თავისი ბინის მძარცველი ავთანდილ სურმავა ციხიდან გაათავისუფლებინა. მძარცველმა 6 წლიდან მხოლოდ 1 წელი გაატარა ციხეში. სურმავას  ადგილსამყოფელის შესახებ არავინ საუბრობს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის არ უნახავთ და არც ის იციან, როდის დატოვა მან ციხე.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია  ამბობს, რომ სანდო წყაროს ცნობით, სურმავამ თალაკვაძის ბინიდან საკმაოდ დიდი თანხა  300 ათასი დოლარი გაიტანა.თალაკვაძის სეიფში ასევე ინახებოდა იარაღი. 

300 ათას დოლარს ბინაში რომ აღმოგიჩენენ ბუნებრივია ჩნდება კითხვები საიდან.რა სიტყვათა წყობით უნდა დააჯერო საზოგადოებას ამ თანხის ლეგიტიმურობა შენ ბინაში," -ამბობს ირაკლი კორძაია.

კორძაიას თქმით, თალაკვაძემ გავლენები გამოიყენა და მისი ბინის მძარცველი დუმილის სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლებინა.

არჩილ თალკვაძის ბინა 2019 წლის მარტში გაძარცვეს. მაშინ თალაკვაძე ამტკიცებდა, რომ მისი ბინიდან ბევრი არაფერი წაუღიათ.

 

მსგავსი სიახლეები