ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება - ბათუმში დაკავებული აქტივისტები
აქტივისტები ამბობენ, რომ გუშინ ღამე, "სირცხვილიას" ოფისზე შტურმის დროს, პოლიცია მათ სასტიკად გაუსწორდა. ორივე დაკავებული ტვ პირველთან ყვება, რომ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვთ. გენრი დოლიძის შეფასებით, ის პოლიტიკური მოტივით დააკავეს და პოლიციის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მან საქმის კურსში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩააყენა.
სისხლნაჟღენთები მაქვს და დაზიანებები, დავაფიქსირე, ვაპროტესტებ სასტიკად გამისწორდნენ, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება ეს დაკავება არ იყო," - ამბობს გენრი დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები სამართალდამცველებმა გასულ ღამეს დააკავეს. ბათუმში, სირცხვილიას რეგიონულ ოფისთან პოლიცია გვიან ღამით მივიდა, მაშინ როცა იქ შეკრებილები კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. "სირცხვილიას" ინფორმაციით, პოლიცია მათ ოფისში შეიჭრა და აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.