თავისუფლება გოგი წულაიას - აქცია-მსვლელობა პროკურატურასთან

04.04.21 15:22
თავისუფლება  გოგი წულაიას - აქცია-მსვლელობა პროკურატურასთან

გათავისუფლდეს გოგი წულაია - ამ მოთხოვნით აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსის ოჯახი  და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეკრებილებმა ავტოკოლონით მსვლელობა მთავარი პროკურატურის მიმართულებით გამართეს. მათი თქმით, წულაია ივანიშვილის პირადი პატიმარია, რის გამოც უნდა გათავისუფლდეს. აქციის მონაწილეების ნაწილი ქუთაისიდან ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 17 მარტს ქალზე ძალადობის მუხლით დააკავეს.