სისხლიანი გარჩევა რუსთავში - დაჭრილია ენმ-ს დეპუტატი

04.04.21 17:09
სისხლიანი გარჩევა რუსთავში - დაჭრილია ენმ-ს დეპუტატი

რუსთავში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მღებრიშვილი დაიჭრა. დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება მრებრიშვილსა და ნიკა ტატუნაშვილს შორის.ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი  ფეხის არეშია დაჭრილი.მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.ექიმების შეფასებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. 

ადამიანები, რომლებიც გათამამებული, გათავხედებული არიან დაუსჯელობის სინდრომით შეეცადნენ უხეშად ჩარეულიყვნენ მის საქმიანობაში და მოხდა კონფლიქტი და გიორგი დაჭრილია ცივი იარაღით. შსს არაფერს აკეთებს მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის. სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილია, ის ცხოვრობს იმავე კორპუსში გამორჩეულად აგრესიულია ხოლმე არჩევნების პერიოდში ის აიძულებს მეზობლებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მხარი დაუჭირონ "ქართულ ოცნებას" ,- ამბობს დავით კირკიტაძე.

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა  სავარაუდო დამნაშავე დაკავებული.