კაშხლის მშენებლობა გადაიდო და არ დაიწყება რამდენიმე თვე - თურნავა

04.04.21 17:19
კაშხლის მშენებლობა გადაიდო და არ დაიწყება რამდენიმე თვე - თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ადგილზე კომპანია მხოლოდ საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, ხოლო ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო.

მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს", - ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანთან მდგომარეობა დაძაბულია. ადგილზე არ უშვებენ აქტივისტებს და მოსახლეობას. პოლიციას გადაკეტილი აქვს ორივე მისასვლელი. ადგილზე პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზება შეინიშნება. ტერიტორიაზე შეიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.