ლომებო, ჯიგრები ხართ! - "ოცნების" დეპუტატი ძალადობას ახალისებს
"ქართული ოცნების" წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ, "სირცხვილიას" ბათუმის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმა მოიწონა და "ოცნების" მხარდამჭერების ძალადობა წაახალისა:
"ლომებო. ჯიგარი ხარ, გიო. არავინ ჩალიჩობს, რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას", - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
ქართული ოცნების აქტივისტებმა ბათუმში "ცოცხების აქცია" გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მოძრაობა ,,სირცხვილიას" და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.