თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტზე - ირაკლი ფანგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

05.04.21 11:06
თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტზე - ირაკლი ფანგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გვიან ღამით ჩასაფრება მოუწყვეს პარლამენტის წინა მდგარ კარვების აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. ირაკლი ფანგანი ქაშუეთი ეკლესიასთან სცემეს.  შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. თავმსხმელი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, კვლევების ჩატარების შემდეგ კი პოლიციაში გამოკითხეს. თავდამსხმელი დაკავებული არაა. აქტივისტი ინციდენტს მის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და ბათუმში მომხდარ ფაქტს უკავშირებს. 

ქაშვეთთან დამესხა ერთი პირი თავს. ხელი მაქვს ნაღრძობი და თავის ტრავმა მაქვს," -ამბობს ფანგანი.

 

მსგავსი სიახლეები