ევროკავშირში ცოცხებით ვერ შევალთ - სერგო ჩიხლაძე

05.04.21 11:42
ევროკავშირში ცოცხებით ვერ შევალთ - სერგო ჩიხლაძე

ცოცხები „ქართული ოცნების“ სიმბოლო გახდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგი ჩიხლაძე, აცხადებს. ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ აქტივსტების ქმედებას გმობს, რომლებმაც ბათუმში „ენმს“ არსებობა ცოცხებით გააპროტესტეს. მისი თქმით, ევროკავშირში ცოცხებით ვერ შევალთ. 

სამწუხაროა, რომ ცოცხები გახდა უკვე „ქართული ოცნების“ სიმბოლო. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ და ამ დროს ცოცხებს იფარებს წინ. ცოცხებით ევროკავშირში ვერ შევალთ, ასეთი პოლარიზაციით ევროკავშირში ვერ შევალთ, - ამბობს სერგი ჩიხლაძე.