ნიკა მელიას პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

05.04.21 13:32
ნიკა მელიას პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესი  8 აპრილს ჩაინიშნა. ტვ პირველი დეტალებს ამ წუთებშიც აზუსტებს და დაკავებული პოლიტიკოსის  ადვოკატის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ოპოზიციის ლიდერი 2020 წლის 23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული შტურმის შედეგად დააკავეს. 

ხმაურიანი დაკავებიდან რამდენიმე საათითა ადრე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა.

პროკურატურა მელიას დაკავების შემდეგ ამბობს, რომ უწყება მზადაა, გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მსგავსი სიახლეები