თავისუფლება გოგი წულაიას - ქუთაისში აქცია გაიმართა

05.04.21 13:38
თავისუფლება გოგი წულაიას - ქუთაისში აქცია გაიმართა

თავისუფლება გოგი წულაიას - თბილისის შემდეგ მხარდამჭერი აქცია ქუთაისში იმართება. შეკრებილები დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით,  გოგი წუალაია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.  

გოგი წულაიას მხარდაჭერას აქაც გამოვთქვამთ ნამოხვანის მცველების აქციაზეც. კამპანიას მის მხარდასაჭერად გავაგრძელებთ," - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 17 მარტს ქალზე ძალადობის მუხლით დააკავეს.