წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი აირჩიეს
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი, კორნელი სალია, აირჩიეს. გახარიას გუნდის წევრს მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.
კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, გიორგი გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი მათთვის მიუღებელია.