სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები - კახა კალაძე

20.01.22 13:41
სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები - კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებებზე და რა თქმა უნდა, მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერმა არ უპასუხა კითხვას, განიხილავენ თუ არა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის, ინიციატივას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მონასტერში გადაყვანას გულისხმობს. 

კალაძის მტკიცებით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს ხელისუფლებას, მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.