გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია - ირაკლი კობახიძე

20.01.22 14:11
გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისეთ რაღაცებს ითხოვს, რაც მას არ ეკუთვნის. 

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს უპასუხა, რომლებიც პატიმარი პრეზიდენტისთვის  დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. 

სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია. მუდმივად ითხოვს ისეთ რაღაცებს, რაც მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები იხდიან"- თქვა კობახიძემ.

სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი ქმედებების გამო დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.