"ოცნების" უარი მეუფე ნიკოლოზს - "სააკაშვილს ყველაზე მეტად მონასტერში გაუჭირდება"
"ქართული ოცნების" უარი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს - მმართველი პარტია მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას არ განიხილავს და ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ციხეში მოიხდის".
კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი. თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თან მოუნანიებელი,"- თქვა კობახიძემ.
მანამდე "ქართული ოცნების" წევრმა და დედაქალაქის მერმაც დაახლოებით იგივე განცხადება გააჟღერეს, როცა განაცხადეს, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებებზე და რა თქმა უნდა, მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები".
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს, მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.