მასობრივი საკადრო წმენდა რაგბის კავშირში - სპორტსმენები თანამდებობებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაშვეს

20.01.22 15:22
მასობრივი საკადრო წმენდა რაგბის კავშირში - სპორტსმენები თანამდებობებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაშვეს

მასობრივი საკადრო წმენდა რაგბის კავშირში. ასამდე სპორტსმენი პოსტებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაუშვეს,  ზოგს კი თანმდებობები გაუუქმეს. ეს ის ხალხია, ვინც წლების განმავლობაში აქტიური სპორტით იყო დაკავებული და სწორედ მათ სახელს უკავშირდება რაგბის წარმატება საქართველოში და ქვეყნის გარეთ. გათავისუფლების საბუთს ხელს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, აწერს, რომელიც არც კი დაინტერესდა იმით, თუ რატომ მოხდა მასობრივი წმენდა რაგბის კავშირში.

ისინი, ვინც წლების განმავლობაში რაგბის კავშირში ნეოპოტიზმსა და ფულის გაფლაგვაზე საუბრობდნენ,  სამსახურის გარეშე დარჩნენ. ეს ის მორაგბეები არიან, ვინც ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებლის პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირს უბრალოდ გაანადგურებდა.

ყოფილი მორაგბეები ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

ტყემალაძემ, რაგბის კავშირის დე ფაქტო პრეზიდენტმა, შარლატანმა, მატყუარა, ოროსანმა, გაუნათლებელმა პრეზიდენტმა, პოლიტიკოსების მიერ დასმულმა პრეზიდენტმა, ის რომ მოვიდა პრეზიდენტად, ხელფასები იგვიანებდა, მან ჩვენთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს თქვა, რომ წულუკიანი მას ფულს არ ურიცხავდა, კავშირს კუთვნილ სახელმწიფო დაფინანსებას არ ურიცხავდა, თუ ის არ გააკეთებდა წმენდას. ვერ მომინახეს ვერანაირი მიზეზი და გააუქმეს ჩემი თანამდებობა. მაღალი მიღწევის მენეჯერი ვარ. ასევე გაათავისუფლეს ძალიან ბევრი კარგი თანამშრომელი. უმეტეს წილად ისინი არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები. - აცხადებს სიმონ მაისურაძე, ვეტერანი მორაგბე.

გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივი ბრძოლას აპირებენ.