გახარიას გუნდის წევრი საკრებულოს თავმჯდომარედ - რას სთავაზობს ექსპრემიერის პარტია ენმ-სა და "ქართულ ოცნებას"
"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებს ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, ,,ოცნების" წარმომადგენელს“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას გუნდი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ თანაგუნდელის, კორნელი სალიას, არჩევას გამოეხმაურა:
როდესაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის წარმომადგენლებს, როგორც "ოცნების" ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი და ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიების ფორმირების პროცესში თანაბრად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია.
იმ ოპოზიციურ საკრებულოებსა და მინიციპალიტეტებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი საკრებულოებში, თუმცა არა ისე, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს“ – განაცხადა ბერდია სიჭნავამ.
"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთ რეგიონზე კონტროლი სრულად დაკარგა. წალენჯიხის მერიის შემდეგ, მმართველი პარტია ვეღარც წალენჯიხის საკრებულოს აკონტროლებს. აქ თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი აირჩეს, მხარი ამ გადაწყვეტილებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა.