საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ! - მიხეილ სააკაშვილი

20.01.22 16:46
საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენრტის ახალი გზავნილი რუსთავის ციხიდან- მიხეილ საააკაშვილი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, კიევის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება მაღალ სტანდარტებს მოითხოვს.

 

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა "პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს. 
ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა. 
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული. 
საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ
- წერს მიხეილ სააკაშვილი.