დადასტურდა, რომ ეს საქმე სრულყოფილად არ გამოიძიეს - ნიკა სიმონიშვილი მიქაუტაძის საქმეზე

20.01.22 16:57
დადასტურდა, რომ ეს საქმე სრულყოფილად არ გამოიძიეს  - ნიკა სიმონიშვილი მიქაუტაძის საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მამუკა მიქაუტაძის საქმეზე კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე სრულყოფილად არ გამოიძია. საქმე ეხება ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიების პროცესში  დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა. სიმონიშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში პოლიციელების ხმრიდან დანაშაულებზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს. 

ეს არის მორიგი საქმე ბოლო პერიოდში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ისეთ საქმეებზე, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ფაქტობრივად ამით სტრასბურგის სასამართლომ მორიგ ჯერზე მიუთითა შსს-ს პასუხისმგებლობაზე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა,რომ არაეფექტურ გამოძიებას დაექვემდებარა. რა თქმა უნდა ამით დადასტურდა ის, რომ ეს საქმე არ ყოფილა სრულყოფილად გამოძიებული იმის გამო, რომ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტური გამოძიება არასდროს არ ყოფილა ", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.