მიქაუტაძის საქმე - ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
2013 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მამუკა მუქაუტაძის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. მამუკა მიქაუტაძის მეუღლე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მიქაუტაძის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
მე-5 წელია ველოდებით გადაწყვეტილებას, დღეს დასრულდა წარმატებით. კომპენსაცია დაეკისრათ არასათანადო გამოძიებისთვსი სახელმწიფოს 3 ათასი ევრო, ვითხოვ გამოძიების გაგრძელებას. მოვითხოვთ, თავიდან აღიძრას საქმე და წავიდეს გამოძიება", - ამბობს მიქაუტაძის მეუღლე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა მის ეფექტიანობას.
2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე, ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა.
მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 2013 5 ივლისს პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახის წევრების პირველი ვერსიით, მან თავი მოიკლა, რადგან სამმართველოში, ზეწოლის შედეგად, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს.