როცა სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, თუ ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია, წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან - სოზარ სუბარი

20.01.22 17:19
როცა სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, თუ ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია, წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან - სოზარ სუბარი

როცა სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია, წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან, ან რომელ მონასტერშიც უნდა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმ, სოზარ სუბარმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. 

სუბარმა გარკვეული პარალელი გაავლო სულხან-საბა ორბელიანის იგავთან და თქვა: 

 "მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მოძღვარი მელი“ და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“.

მმართველი პარტიის სპიკერმა იერიში მიიტანა უკრაინის სახალხო დამცველზეც და თქვა, რომ ლუდმილა დენისოვას დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია: 

ლუდმილა დენისოვას მე მგონი, დაავიწყდა რომელი ქვეყნის ომბუდსმენია, რადგან აბსოლუტურად ცდება ომბუდსმენების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს... ომბუდსმენი არ არის ექსტერიტორიული პრინციპით, ის თავის ქვეყანაში იცავს ყველა ადამიანის უფლებას, იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ თუნდაც, მოქალაქეობის არმქონე პირი" - თქვა სუბარმა.