შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს.
ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ, მიაწოდა. უფლებადამცვალის თქმით, წერილში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამტკიცებული ვალდებულებების შეხსენებაზე.
მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსენებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული.
ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს"- განაცხადა მშვენიერაძემ.
შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.