იუსტიციის მინისტრმა წერილობით დამიდასტუროს, ან უარყოს სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა - ლუდმილა დენისოვა
უკრაინის სახალხო დამცველი ქართველი კოლეგის, ნინო ლომჯარიას, განცხადებას ახმიანება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.
ლუდმილა დენისოვამ ,,ტვ პირველზე" ჩართვისას განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე ოფიციალურ წერილს ამზადებს.
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს, დართოს ნება, თებერვლის თვეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს.
ძალიან მადარდებს საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. აქ ასახულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, მდგომარეობა, რაშიც ის იმყოფება. ამიტომ მე ვამზადებ წერილს, რომელსაც გამოვუგზავნი საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომ მომეცეს დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს, ან უარყოფს მიხეილ სააკაშვილის კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობას, რაც მას განუვითარდა შიმშილობის შემდეგ. ასევე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მომცეს საშუალება, თებერვლის თვეში მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. - განაცახადა ლუდმილა დენისოვამ.
ტვ პირველზე ჩართვისას უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, ყურადღბა მიაქციოს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ერადგან წინ მრავალი მძიმე ბრძოლა ელის.
მინდა, მოგმართოთ თქვენ, მიხეილ სააკაშვილს და მოგიწოდოთ, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრძოლა შეიძლება, იყოს ხანგძლივი, თქვენ ხართ მებრძოლი და თქვენს უკან ხედავთ სიმართლეს. მე ვარ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, მე ვარ თქვენს მხარეს. ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ექიმების დასკვნას, რაც ეხება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას. - აღნიშნა უკრაინის სახალხო დამცველმა.